საუდის პრო ლიგის მე-2 ტურში ალ ნასრმა ალ რიადი 0-4 გაანადგურა.
მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0-3 იყო.
41 წლის რონალდუმ 83-ე წუთზე საჯარიმოში შესანიშნავი ბრუნით ბურთი მიიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კრიშტიანუსთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველი თამაში იყო, შესაბამისად ის მოედანს გოლით დაუბრუნდა.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა კარიერაში 977-ე გოლი გაიტანა და ისტორიულ 1000-გოლიან ნიშნულამდე უკვე 23 გოლი აშორებს.