• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ არის ბენზემას ალ ჰილალიდან წასვლა რთული?
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ არის ბენზემას ალ ჰილალიდან წასვლა რთული?

17 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სავარაუდოდ, კარიმ ბენზემა ალ ჰილალს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.


Sky Sport-ის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბს ფრანგ თავდამსხმელთან განშორება სურს და მის შემცვლელად უკვე რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, თუმცა ბენზემას წასვლის საკითხის მოგვარება არც ისე მარტივია.


კლუბის შიგნით სიმონე ინძაგის ბენზემას წასვლა სურს და ალ ჰილალის ხელმძღვანელობა მზადაა, მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.


სწორედ ამიტომ, კლუბმა უკვე დაიწყო რამდენიმე თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც 2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელის პოტენციურ შემცვლელებად განიხილებიან.


ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ოლი უოტკინსია. ალ ჰილალმა ინგლისის ნაკრების თავდამსხმელთან შესაძლო ტრანსფერის პირად პირობებზე შეთანხმებასაც კი მიაღწია. თუმცა, ამის მიუხედავად, ასტონ ვილასთვის კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.


ამის მიზეზი მარტივია, ალ-ჰილალმა ჯერ ბენზემას საკითხი უნდა მოაგვაროს.


ფრანგი ფეხბურთელის წასვლა განსაკუთრებით რთულია მისი კონტრაქტის სტრუქტურის გამო. ბენზემას ანაზღაურების ნაწილს ქვეყნის მმართველი ორგანოები ფარავენ, რაც ნიშნავს, რომ მისი შესაძლო წასვლა მხოლოდ ფეხბურთელსა და ალ ჰილალს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული.


ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაწყვეტად კლუბმა შეთანხმებას საუდის არაბეთის ლიგასთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთანაც უნდა მიაღწიოს. სწორედ ეს გარემოება ხდის საკითხს განსაკუთრებით სენსიტიურსა და რთულად მოსაგვარებელს.


ალ ჰილალისთვის ბენზემასთან განშორების გზის პოვნა ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია, რათა ამის შემდეგ კლუბმა ახალი ცხრიანის დამატებაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეძლოს.


თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, კარიმ ბენზემამ მკაფიო მოთხოვნა წამოაყენა, მას კონტრაქტის ბოლო წლისთვის გათვალისწინებული სრული თანხის მიღება სურს, რის შემდეგაც ალ ჰილალს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მომდევნო კლუბს თავად აირჩევს.


ამ მოთხოვნით კმაყოფილი არც ალ ჰილალია, არც საუდის პრო ლიგა და არც საუდის არაბეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.


სპორტული მიღწევების გარდა, ბენზემა საუდის არაბეთის ჩემპიონატის განვითარებისა და პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაცაა.


მისი ტრანსფერი თავიდანვე საუდის პრო ლიგის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების მნიშვნელოვან ნაწილად იყო ჩაფიქრებული და მისი ანაზღაურების ნაწილიც სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება.


შესაბამისად, მისი წასვლა მხოლოდ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტას არ ნიშნავს. ეს პირდაპირ ეხება ლიგის ინტერესებს და საკითხს პოლიტიკური განზომილებაც აქვს, განსაკუთრებით საუდის არაბეთის სპორტის სამინისტროს ჩართულობის გამო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალ ჰილალი
კარიმ ბენზემა
საუდის არაბეთი
საუდის ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა თანხა შესთავაზეს გალათასარაის ოსიმენის სანაცვლოდ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხა შესთავაზეს გალათასარაის ოსიმენის სანაცვლოდ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს იბრუნებს - ფლიკის მოთხოვნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს იბრუნებს - ფლიკის მოთხოვნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: რეინდერსის ტრანსფერი დადასტურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: რეინდერსის ტრანსფერი დადასტურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდუ ეფექტურად დაბრუნდა - კრიშტიანუს 977-ე გოლი კარიერაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რონალდუ ეფექტურად დაბრუნდა - კრიშტიანუს 977-ე გოლი კარიერაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 აგვ, 2026

რა თანხა შესთავაზეს გალათასარაის ოსიმენის სანაცვლოდ?

News image

16 აგვ, 2026

ბარსა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს იბრუნებს - ფლიკის მოთხოვნა

News image

19 აგვ, 2026

ოფიციალურად: რეინდერსის ტრანსფერი დადასტურდა

News image

3 სთ წინ

VIDEO: რონალდუ ეფექტურად დაბრუნდა - კრიშტიანუს 977-ე გოლი კარიერაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება