გერმანული Sky Sport-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი, ვიქტორ ოსიმენის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„გალათასარაის გუშინ ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო შესთავაზეს, შეთავაზება ალ ჰილალის სახელით მოქმედი შუამავლის მეშვეობით გაკეთდა.
შეთავაზება სიტყვიერი იყო.
ამ ეტაპზე გალათასარაი მოლაპარაკებისთვის მზად არ არის და ალ ჰილალთან ტრანსფერზე საუბრის დაწყებას არ აპირებს." - წერს გერმანელი ჟურნალისტი.
ნიგერიელი თავდამსხმელი თურქულ კლუბში 2024 წელს იჯარით გადავიდა, გასული წლის ზაფხულში კი გალათასარაიმ ოსიმენი იტალიური კლუბიდან 75 მილიონ ევროდ სრულფასოვნად დაიმატა.