დაუჯერებელი შემთხვევა თურქეთში - ადგილობრივმა პოლიციამ ჟურნალისტი ჯან თერზი დააკავა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ჯამალ მუსიალა კარიერას გალათასარაიში გააგრძელებდა.
ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sun Sport იტყობინება.
ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ეს განცხადება საზოგადოებაში მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მასობრივ გავრცელებად მიიჩნიეს და ჟურნალისტი პატიმრობაში აიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სასჯელი ემუქრება ჟურნალისტს.