მანჩესტერ სიტი ჩელსის ნახევარმცველი ენცო ფერნანდესით ინტერესდება, თუმცა ტრანსფერი უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ჩელსი 25 წლის არგენტინელის სანაცვლოდ სულ მცირე 120 მილიონს ითხოვს. კლუბი ფეხბურთელის ადვილად დათმობას არ აპირებს, რადგან ენცოს კონტრაქტი 2032 წლამდე აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სიტის მთავარ მწვრთნელს, ენცო მარესკას ფერნანდესთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს და მას კარგად აფასებს, კლუბმა ზაფხულში უკვე დიდი თანხები დახარჯა სხვა ნახევარმცველებში.
სწორედ ამიტომ, ამდენად დიდი თანხის გადახდაზე სიტი, სავარაუდოდ, უარს იტყვის.