მაილზ ლუის-სკელიმ შესაძლოა პრემიერ ლიგაში გუნდი შეიცვალოს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ცნობით, არსენალის მცველის დამატება ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედს შესთავაზეს.
ალექს კრუკი კი ამატებს, რომ ბრუნო გიმარაეშის დამატების შემდეგ, მეთოფეები მზად არიან ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტები განიხილონ.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ლუის-სკელიმ 20 მატჩი ჩაატარა და საგოლე მოქმედებით თვალი არ გამოუჩენია.
ლუის-სკელი კარიერას მარცხენა მცველის პოზიციაზე იწყებდა, თუმცა შემდეგ არტეტამ მის ცენტრში გამოყენებას დაუხშირა.