ლონდონის ჩელსი ამ ზაფხულს მიხაილო მუდრიკის გაყიდვას არ განიხილავს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, თუ უკრაინელი გარემარბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს დატოვებს, ეს მხოლოდ იჯარის წესთ მოხდება. გამორიცხული არ არის, 25 წლის ფეხბურთელი ჩელსიშიც დარჩეს, თუმცა ლონდონელთა მთავარი პრიორიტეტი მისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემაა.
ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით პენსიონერებს უკვე დაუკავშირდა რამდენიმე კლუბი ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ფრანგული სტრასბურგიც.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს ლონდონური კლუბის გარემარბს, რომელიც ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო 2024 წლის დეკემბრიდან ფეხბურთიდან მოკვეთილი იყო, შეჯიბრებებში დაბრუნების ნება დაერთო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, უკრაინელმა აღიარა ბრალდებული დარღვევები და დაეთანხმა დისკვალიფიკაციის იმ ვადას, რომელიც მან უკვე მოიხადა.