ფაბრიციო რომანო ტიჯანი რეინდერსის ალ ქადსიაში ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ალ ქადსიასა და მანჩესტერ სიტის შორის რეინდერსის ტრანსფერზე პრინციპული სიტყვიერი შეთანხმება შედგა, სატრანსფერო თანხა 61 მილიონ ევროს შეადგენს.
გარიგების განხორციელება ახლა თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
რეინდერსის დამატებით ნოტინგემ ფორესტიც უკვე რამდენიმე კვირაა დაინტერესებულია, თუმცა კლუბს ახალი შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
28 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი მანჩესტერ სიტიში მილანიდან გასული წლის ზაფხულში 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მისი პრემიერლიგური კარიერა არ აეწყო.