VIDEO: საკას გამარჯვების გოლი - არსენალი სეზონს უდანაკარგოდ იწყებს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის დასკვნით მატჩში ასტონ ვილამ ვილა პარკზე მოქმედი ჩემპიონი არსენალი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
59-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან რიკარდო კალაფიორის საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი პასის შემდეგ ანგარიში ბუკაიო საკამ გახსნა.
არსენალმა უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და პირველ ტურში ქოვენთრისთან გამარჯვების შემდეგ, ახლა უნაი ემერის გუნდიც დაამარცხა, რომელმაც თავის მხრივ ორივე თამაში წააგო.
მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო ტურში ლონდონურ დერბიში ჩელსის ემირეითსზე დაუპირისპირდება, ასტონ ვილა კი გასვლაზე ჰალთან პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.