ჩელსიმ ასტონ ვილადან არგენტინის ნაკრების მეკარის, ემილიანო მარტინესის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა.
33 წლის მეკარემ, რომელმაც 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, „ლურჯებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საფეხბურთო კლუბში მოვხვდი“, - განაცხადა მარტინესმა.
ჩელსიში გადმოსვლა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მარტივი გადაწყვეტილება იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ.
აქ წარმატების მიღწევა მსურს. ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველაფერში გამარჯვება უნდა და მინდა, ეს მენტალიტეტი ამ კლუბშიც მოვიტანო, რადგან ჩელსი არის კლუბი, რომელიც ტიტულებს იგებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთმანეთს კარგად შევეფერებით.“
ჩელსიმ ემილიანო მარტინესი ასტონ ვილადან 7.5 მილიონ ფუნტად შეიძინა.
