ალ ჰილალმა ოლი უოტკინსის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა.
ასტონ ვილამ ინგლისელი თავდამსხმელის სანაცვლოდ ბოლო შეთავაზება მიიღო, რომელიც 58.4 მილიონ ევროს და დამატებით 2 მილიონ ევროს ბონუსების სახით ითვალისწინებს.
ბირმინგემულმა კლუბმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, უოტკინსი კი ამ კვირაში საუდის არაბეთში გაემგზავრება.
უოტკინსი „ასტონ ვილას 2020 წელს „ბრენტფორდიდან შეუერთდა. ბირმინგემურმა კლუბმა მის სანაცვლოდ იმ დროისთვის სარეკორდო 28 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ფუნტი ემატებოდა.
მან ასტონ ვილას მაისურით ყველა ტურნირზე 278 მატჩი ჩაატარა, 108 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეთანხმება შედგა - ნიკოლას ჯექსონი ჩელსის ტოვებს