ასტონ ვილა ჩელსიდან ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერზე შეთანხმდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, გარიგების საერთო ღირებულება 65 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ვილა სენეგალის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ წინასწარ 47.5 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო ვილა პარკზე მისი კონტრაქტის პირობების საბოლოო დეტალებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
25 წლის ჯექსონი დიდი ხანია ასტონ ვილას სატრანსფერო სამიზნეა და უნაი ემერის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს ამ ორ კლუბს შორის უკვე მესამე გარიგება იქნება.
მანამდე მორგან როჯერსი ჩელსიში კლუბისთვის სარეკორდო, 117 მილიონი ფუნტის ღირებულების ტრანსფერით გადავიდა, მოგვიანებით კი ალეხანდრო გარნაჩო ვილას ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ხელშეკრულებაში გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულებაც არის გათვალისწინებული.
ნიკოლას ჯექსონმა გასული სეზონი იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში გაატარა.