ჩელსიმ და ნოტინგემ ფორესტმა ლიამ დელაპის სრულფასოვან ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
Telegraph-ის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი ფუნტი (52 მილიონი ევრო) იქნება, რაც ფორესტისთვის საკლუბო რეკორდია.
ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში გაივლის და ნოტინგემთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
ოლივერ გლასნერთან საუბრის შემდეგ 23 წლის დელაპმა ფორესტის პროექტში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
ინგლისელი თავდამსხმელი ჩელსიში გასულ წელს იფსვიჩიდან 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.