ლივერპულის ლეგენდისა და ჩაბი ალონსოს ყოფილი თანაგუნდელის, ჯეიმი კარაგერის თქმით, წინა სეზონში მადრიდში არსებული პრობლემები მწვრთნელს არ უკავშირდებოდა.
კარაგერი ამტკიცებს, რომ გუნდში არეულობის მთავარი მიზეზი ვინისიუს ჟუნიორთან არსებული დაძაბულობა გახდა:
ჩაბი ალონსომ სამსახური ვინისიუს ჟუნიორის გამო დაკარგა. ის სიტუაციით უკმაყოფილო იყო, მივიდა ხელმძღვანელობასთან და კონტრაქტის გაფორმებაზეც კი იყო საუბარი.
საბოლოო ჯამში, როგორც რეალი ყოველთვის იქცევა, მათ ფეხბურთელი შეიწყალეს, მწვრთნელი გაათავისუფლეს და მის ადგილას მისივე მეგობარი, ალვარო არბელოა მოიყვანეს.
მიუხედავად ესპანური კლუბიდან წასვლისა, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას, გერი ნევილს მიაჩნია, რომ მადრიდული პერიოდი ალონსოს, როგორც ტოპ-მწვრთნელის რეპუტაციაზე გავლენას არ იქონიებს და თვლის, რომ ჩელსიმ შესანიშნავი სპეციალისტი დაიმატა.