ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესიმ, მადრიდის რეალის ბრაზილიელი ფორვარდი, ვინისიუს ჟუნიორი მკაცრად გააკრიტიკა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბში სერიოზული დებატები მიმდინარეობდა, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და მისი გაყიდვის საკითხიც განიხილებოდა.
კანისარესის მტკიცებით, ვინისიუსის მიმართ სხვა კლუბების მხრიდან რეალური ინტერესი არ ყოფილა და რეალმა მისი კონტრაქტის განახლება იძულებითი წესით გადაწყვიტა:
იცით რა ხდებოდა? არავის სჭირდება ის. არავის უნდა ასეთი ფეხბურთელი საკუთარ კლუბში... ვფიქრობ, მას არანაირი შეთავაზება არ ჰქონია. მადრიდის რეალი ვალდებული იყო კონტრაქტი განეახლებინა, რადგან სავარაუდოდ არცერთი გუნდი არ დაუკავშირდა მას ან მის აგენტს, რადგან მისი ხასიათრების მოთამაშე არავის სჭირდება.