ლა ლიგის სეზონის საწყის ტურში ესპანიოლთან მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, მადრიდის რეალმა მსაჯები გააკრიტიკა.
კლუბის ოფიციალურმა ტელევიზიამ (Real Madrid TV) ყურადღება ვინისიუს ჟუნიორის მიმართ მსაჯების დამოკიდებულებაზე გაამახვილა და ის ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის მდგომარეობას შეადარა.
კლუბის ტელევიზიის მტკიცებით, არბიტრებმა ბრაზილიელი შემტევის წინააღმდეგ ჩადენილ უხეშობაზე თვალი დახუჭეს. განსაკუთრებული კრიტიკა მსაჯ სანჩეს მარტინესის მისამართით გაისმა, რომელმაც მატჩის დასაწყისშივე, კალას მხრიდან ვინისიუსზე განხორციელებული უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათი არ გამოიყენა.
მადრიდის რეალის განცხადებით, მცველების მიზანი ბრაზილიელის თამაშიდან გამოთიშვა იყო, თუმცა მსაჯები სათანადო ზომებს არ იღებდნენ.
სიუჟეტში განსაკუთრებული ადგილი ლამინ იამალის ეპიზოდებს დაეთმო. რეალის ტელევიზიამ ლა ლიგა ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბარსელონას ახალგაზრდას პირიქით, უფრო იცავენ:
ლამინის წინააღმდეგ თუნდაც მცირე კონტაქტზე მსაჯები მაშინვე ყვითელი ბარათით სჯიან მოწინააღმდეგეს.