მოჰამედ სალაჰი ტრაბზონსპორის მატჩზე ლივერპულის პატარა გულშემატკივარ აიზეკ კერნის კვლავ შეხვდა.
34 წლის ეგვიპტელმა ფეხბურთელმა თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ ლივერპული ამ ზაფხულს დატოვა.
გასულ სეზონში სალაჰი ლივერპულის პატარა და მამაც გულშემატკივარ აიზეკს დაუმეგობრდა, რომელსაც ვოლფ-ჰირშჰორნის სინდრომი აქვს.
ტრაბზონსპორში გადასვლის შემდეგ სალაჰს თავისი 8 წლის მეგობარი არ დავიწყებია, ევროპა ლიგაზე ფერენცვაროშთან მატჩის დაწყებამდე მოედანზე სწორედ მასთან ერთად გავიდა.

აიზეკი მშობლებთან ერთად თურქეთში კლუბის მიწვევით ჩავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უწყობს ლივერპულელი ბიჭუნა სალაჰს სიურპრიზს ვარჯიშზე.
ამის შემდეგ ტრაბზონსპორის ახალმა გულშემატკივარი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ მეკარე ანდრე ონანასაც მიესალმა, რომელმაც მას თავისი ხელთათმანები აჩუქა.