ლივერპული პსჟ-ის ფრანგი ვარსკვლავის, ბრედლი ბარკოლას დამატებასთან ერთად, ახალგაზრდა თავდამსხმელის, იბრაჰიმ მბაიეს შეძენასაც ცდილობს.
წყაროების ცნობით, პარი სენ-ჟერმენმა ბარკოლას ტრანსფერზე ფასი შეამცირა და მოთხოვნილი 145 მილიონიდან თანხა დაახლოებით 110 მილიონამდე დაიყვანა, რაც მერსისაიდელებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ უბიძგებს.
ახალი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით გუნდი შეტევის ხაზის გაძლიერებას ცდილობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოჰამედ სალაჰმა კლუბი დატოვა.
თავად ბარკოლა მზადაა ლივერპულში გადავიდეს და კლუბთან პირადი პირობების შეთანხმებაზე პრობლემა არ ექნება. გარდა ამისა, ლივერპულმი იბრაჰიმ მბაიეს ტრანსფერის მალე დამთავრებას გეგმავს, თუმცა ორ კლუბს შორის საბოლოო ფინანსურ დეტალებზე მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.