თურქული გალათასარაი მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტნის, ბრუნო ფერნანდეშის დამატებას ცდილობს.
კლუბი პორტუგალიელ ნახევარმცველს მასშტაბურ წინადადებას უმზადებს. გამოცემების ცნობით, სტამბოლური კლუბი მზადაა ფეხბურთელს არსებული ხელფასი გაუორმაგოს და იუნაიტედს ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მიუხედავად თურქული მხარის ინტერესისა და იმ ფაქტისა, რომ ფერნანდეშს კლუბთან კონტრაქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში ეწურება, მანჩესტერ იუნაიტედი გუნდის ლიდერის გაშვებას საერთოდ არ გეგმავს.
მაიკლ კერიკს მისი შენარჩუნება სურს, მით უმეტეს, რომ პორტუგალიელმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში საგოლე პასების რეკორდი დაამყარა (21 ასისტი).