ენცო ფერნანდესის გარშემო არსებული ვითარება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩელსიმ პოტენციური მყიდველებისთვის წინადადებების წარდგენის მკაცრი ვადა დააწესა და ეს დრო უკვე ამოიწურა, კლუბში მის მომავალთან დაკავშირებით ბოლომდე დარწმუნებულნი მაინც არ არიან.
მანჩესტერ სიტი, რომელსაც როდრის წასვლის ფონზე ნახევარმცველის დამატება ესაჭიროება, არგენტინელი ფეხბურთელით კვლავ დაინტერესებულია.
ჩელსი ფერნანდესს მინიმუმ 120 მილიონად აფასებს და თავდაპირველად აცხადებდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში მის ტრანსფერს აღარც განიხილავდა, თუმცა თუ სიტი სათანადო შეთავაზებას გააკეთებს, ლონდონური კლუბი შესაძლოა არჩევნის წინაშე აღმოჩნდეს.
ვითარებას ართულებს ის ფაქტორიც, რომ ფერნანდესი რეალ სოსიედადთან გამართულ ამხანაგურ მატჩში საკუთარი გულშემატკივრების ნაწილმა სტვენით გააცილა.