პრემიერ ლიგა მიმდინარე სეზონიდან მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის დროს მსაჯებსა და ფეხბურთელებს შორის მიმდინარე დიალოგების აუდიომასალის გამოყენებას გეგმავს.
ახალი რეგულაცია ცნობილი სისტემის, RefCam-ის გაფართოების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მატჩების დროს მსაჯები თავზე დამონტაჟებულ კამერებს იყენებენ.
თუ გასულ სეზონში ჩაწერილი აუდიოეთერში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხვდებოდა, ახლა ტელემაუწყებლებს (Sky Sports და TNT Sports) უფლება ექნებათ, თამაშის დროს მცირე ზომის აუდიოჩანაწერებიც გამოიყენონ.
თუმცა, წესების თანახმად, აუდიო არ გაიშვება პირდაპირ ეთერში რეალურ დროში და არც იმ ეპიზოდებს შეეხება, რომლებიც VAR-ის განხილვას ექვემდებარება.