VIDEO: სენსაცია ინგლისის თასზე — არსენალმა ტრებლის შანსი დაკარგა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ასოციასიის (FA) თასის 1/4 ფინალში საუთჰემპტონმა სენსაციურად არსენალი დაამარცხა.
სენტ მერი სტედიუმზე გამართული დაპირისპირება „წმინდანების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
სტიუარტის პირველ ტაიმში გოლს მეორე ნახევარში თავისი ბურთით ვიქტორ გიოკერეშმა უპასუხა, თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძლებმა მეორე გოლიც გაიტანა და არტეტას ამ სეზონში მეორე ტიტულის დაკარგვის შანსი წაართვა — წინა თვეში გუნდი ინგლისის ლიგის თასის ფინალში მან სიტისთან დამარცხდა (0:2).
არსენალს ამ სეზონში ორი ტიტულის მოგების შანსი დარჩა — პრემიერ ლიგის, სადაც გუნდი ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის, სადაც გუნდი 1/4 ფინალში ლისაბონის სპორტინგს დაუპირისპირდება.