ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალში მან სიტიმ საკუთარ მოედანზე ლივერპული გაანადგურა.
ეტიჰადზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. ლივერპულის კარს ამ თამაშში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
ჰეთ-თრიკით თავი ერლინგ ჰალანდმა გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ანტუან სემენიომ გაიტანა.
64-ე წუთზე სხვაობის შემცირების შანსი სალაჰს ჰქონდა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან ჯეიმს ტრაფორდს ვერ აჯობა.
1-0 ჰალანდი 39' (პენ)
2-0 ჰალანდი 45+2'
3-0 სემენიო 50'
4-0 ჰალანდი 57'
სალაჰის პენალტი 64'