VIDEO: შერკის ულამაზესი გოლი - სიტიმ 10-კაციანი ლივერპული გაანადგურა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტიმ ყოველგვარი ხმაური და სკანდალი უგულებელყო, ენფილდზე მტრულ ატმოსფეროს გაუმკლავდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ ათკაციანი ლივერპული ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მერსისაიდში გამართული შეხვედრა მანჩესტერ სიტისთვის პირველი იყო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა კომისიამ კლუბი პრემიერ ლიგის ფინანსური რეგულაციების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა და კვლავ უარყოფს რაიმე სახის კანონდარღვევას.
შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი მე-60 წუთზე დადგა, როდესაც რაიან გრავენბერხმა ჟერემი დოკუს წინააღმდეგ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
ამ მომენტამდე სიტი“ მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (xG) მხოლოდ 0.16-ს შეადგენდა. თუმცა, ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
გაძევებიდან ზუსტად 2 წუთისა და 36 წამის შემდეგ ერლინგ ჰალანდმა ეფექტური დარტყმით სიტ“ დააწინაურა, მოგვიანებით კი ჟერემი დოკუმ და რაიან შერკიმ საკუთარი ოსტატობა გამოავლინეს და პრემიერ ლიგის ლიდერის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
სიტის ფეხბურთელებს ენფილდზე როგორც მოთელვისას, ისე მატჩის დაწყების წინ გულშემატკივრების მხრიდან გამაყრუებელი სტვენა დახვდათ.
შეხვედრის საწყისი წუთები ტრიბუნებზე არსებულ ატმოსფეროს სრულად შეესაბამებოდა, თამაში ქაოსური და დაძაბული იყო.
სტუმრებს დიდი წნეხის ქვეშ უწევდათ მოქმედება და მეტოქის უხეშ ვარდნებსაც ხშირად აწყდებოდნენ. პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა, რომ ვითარება შესაძლოა უკონტროლო გამხდარიყო.
პირველი ტაიმის დასრულებამდე სიტიმ მოახერხა თამაშის დამშვიდება და ტრიბუნებიდან წამოსული ზეწოლის შემცირება.
თუმცა, მეორე ნახევარში ლივერპული „კოპის“ ტრიბუნის მიმართულებით უტევდა, რის გამოც ენცო მარესკას გუნდს მეტოქის ზეწოლასთან გამკლავება კიდევ ერთხელ მოუწია.
ჯანლუიჯი დონარუმას არაერთხელ დასჭირდა საკუთარი ოსტატობის გამოვლენა, რათა მეტოქის ძლიერი დარტყმები მოეგერიებინა. თუმცა, გრავენბერხის გაძევებამ მატჩის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალა.
ამის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ მეტოქის წინააღმდეგ დაუნდობლად ითამაშა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შედეგად, სიტი პრემიერ ლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელმაც სეზონი გამარჯვებების ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაიწყო.
თავის მხრივ, ანდონი ირაოლას ლივერპულმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა და ლიდერს უკვე 9 ქულით ჩამორჩება.