VIDEO: შერმადინი კარგ ფორმაშია - ტენერიფემ ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო და ჯგუფის თანალიდერია. ესპანელებმა ისრაელურ ბნეი ჰერზილიას 23-ქულიანი სხვაობით აჯობეს - 108:85.
ტენერიფელთა ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 16:21 წუთი გაატარა - 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა.
ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე 2-დან 2 გამარჯვება და 4 ქულა აქვს. ჯგუფს ტოფასთან ერთად ლიდერობს.
ანალოგიური შედეგი აქვს ტენერიფეს ესპანეთის ჩემპიონატშიც, რომლის ორივე მატჩში საუკეთესოდ სწორედ შერმადინი დაასახელეს.
გიორგის გუნდი მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, სწორედ შიდა ჩემპიონატში, ასევე თანალიდერ მურსიას წინააღმდეგ გამართავს.