VIDEO: სრული სიგიჟე და წლის საუკეთესო მატჩი ოლდ ტრაფორდზე - მანჩესტერი 1/2 ფინალშია
17 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში მანჩესტერმა და ლიონმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართეს.
შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და მანკუნიანელთა გამარჯვებით, 5:4 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ამორიმის გუნდმა 7:6 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
70-ე წუთისთვის მანჩესტერი უპრობლემოდ 2:0-ს იგებდა უგარტეს და დალოტის გოლებით, თუმცა ამის შემდეგ ლიონმა გამოიღვიძა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის გიორგი მიქაუტაძე მოედანზე აღარ იყო, თუმცა სტუმრებმა რვა წუთში შეძლეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 4:4 გახდა.
89-ე წუთზე კორენტიმ ტოლისომ მეორე ყვითელი მიიღო და ლიონი 10 კაცით დარჩა, თუმცა ამან ფრანგებს ხელი ვერ შეუშალა, რომ დამატებით დროში ორი ბურთით დაწინაურებულიყვნენ - ჯერ შერკიმ 105-ზე და შემდეგ ლაკაზეტმა 110-ზე (პენ) მანჩესტერის ოცნებები თითქოს დაასამარეს, თუმცა ოლდ ტრაფორდზე ნამდვილი სპექტალი დაიდგა - იუნაიტედმა 114-დან 121-ე წუთებამდე სამი გოლის გატანა შეძლო და მატჩი 2:4-დან 5:4-მდე შემოატრიალა.
ამ გამარჯვებით მან იუნაიტედმა ევროპა ლიგის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ბილბაოს ატლეტიკს დაუპირისპირდება.