VIDEO: სწრაფი გოლი და არსენალის ქამბექი - ლონდონური დერბი შედგა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში ემირეითსზე ლონდონური დერბი შედგა.
არსენალისა და ჩელსის შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით სტუმრებმა გახსნეს, მე-2 წუთზე თავი მორგან როჯერსმა გამოიჩინა.
მე-12 წუთზე გოლი რიკარდო კალაფიორიმ გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა. 25-ე წუთზე არსენალმა ანგარიში მაინც გაათანაბრა. წონასწორობა კაი ჰავერცმა აღადგინა.
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი მარტინ ოდეგორის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ემილიანო მარტინესის კარი 50-ე წუთზე აიღო.
ნორვეგიელმა ნახევარმცველმა საჯარიმოში ბურთი კაი ჰავერცის შესანიშნავი გატარების შემდეგ მიიღო და ჩელსის კარში გოლის გატანა აღარ გაჭირვებია.
ამ მოგებით არსენალს პრემიერ ლიგის ახალ სეზონში 3-დან 3 გამარჯვება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ მანჩესტერ სიტის გაუთანაბრდა.
მიკელ არტეტას გუნდი მომდევნო ტურში სანდერლენდს ესტუმრება, ჩელსი კი საკუთარ მოედანზე ჰალს მიიღებს.