VIDEO: ტუდორის ჩავარდნილი დებიუტი — არსენალმა ჩრდილოეთ ლონდონური დერბი გამანადგურებლად მოიგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში არსენალმა სტუმრად ჩრდილოეთ ლონდონურ დერბიში ტოტენჰემი სტუმრად 4:1 გაანადგურა.
პირველი ტაიმის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ, არტეტას გუნდმა მეორე ნახევარში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, გამარჯვების გზას დაუბრუნდა.
ორ-ორი გოლის გატანა არსენალში ებერეჩი ეზემ და ვიქტორ გიოკერეშმა მოახერხეს, ტოტენჰემის რიგებში კი თავი რანდალ კოლო მუანიმ გამოიჩინა.
არსენალმა 61 ქულა დააგროვა და სიტის, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით უსწრებს.