VIDEO: ვინისიუსის დუბლი - რეალმა ესპანიოლი დაამარცხა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში ესპანიოლმა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი რეალმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
55-ე წუთზე გონსალო გარსიას პასის შემდეგ ანგარიში ეფექტური გოლით ვინისუს ჟუნიორმა გახსნა, 66-ე წუთზე კი ჯუდ ბელინგემის ქუსლით გადაცემით ბრაზილიელმა ისარგებლა და დუბლი შეასრულა.
საბოლოოდ შეხვედრა 0-2 დასრულდა და რეალმა ამ ტურში ბარსელონას ჩემპიონობა არ დაუშვა, თუმცა კატალონიელებს ტიტულის განაღდება ელ კლასიკოში შეეძლებათ, რომელიც 10 მაისს გაიმართება.