მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, კილიან მბაპეს მოგზაურობაზე კომენტარი გააკეთა.
„ტრავმირებული ფეხბურთელებისთვის ყველა დაგეგმვა ზედამხედველობას და მართვას ექვემდებარება მადრიდის „რეალის“ სამედიცინო სამსახურის მხრიდან.
ისინი აკონტროლებენ, როდის უნდა მივიდნენ ვალდებებასზე და როდის არა. თითოეული ფეხბურთელი თავის თავისუფალ დროს აკეთებს იმას, რაც თავად სწორად მიაჩნია, და მე ამაში არ ვერევი."
ფოტო: მბაპე იტალიაში ისვენებს - რეალის ფანები ბრაზობენ
,,ვინისიუსი უფრო მონდომებულია, ვიდრე მბაპე? ფეხბურთელებს ერთმანეთს არ ვადარებ. ჩვენ ყველა მოთამაშე გვჭირდება, ამას ყოველთვის ვამბობ, თამაშების მოსაგებად საჭიროა ყველა ფეხბურთელის ჩართულობა.
მტკივა, როცა ვხედავ, რომ სხვა გუნდები ჩვენზე მეტს დარბიან. თუ გინდა სრულყოფილი გუნდი იყო, საჭიროა ყველა მოთამაშის თავდადება.
მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. ეს მადრიდის რეალია. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რას ნიშნავს აქ თამაში.
ჩვენ რეალი არ შეგვიქმნია ფეხბურთელებით, რომლებიც „კოსტიუმებში თამაშობენ“, არამედ მათით, ვინც მატჩს ოფლით გაჟღენთილი მაისურით, შრომითა და თავგანწირვით ასრულებს.“ - განაცხადა ესპანელმა.
VIDEO: ვინისიუსის დუბლი - რეალმა ესპანიოლი დაამარცხა