VIDEO: ზედიზედ მეოთხედ - საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალშია
27 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგში პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება გიამართა.
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა ივა იოვიჩს დაუპირისპირდა და 2 სეტში მარტივად დაამარცხა (6-3, 6-0). აღსანიშნავია, რომ საბალენკამ 2026 წელს ჩატარებული ათივე მატჩი მოიგო და ჯერ სეტიც არ დაუთმია (20-0).
ბელარუსი სპორტსმენი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა, ისე კი დიდი სლემების ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ შეძლო გასვლა.
ჯამში საბალენკასთვის ეს დიდ სლემებზე მე-14 კარიერული ნახევარფინალი იქნება. ასევე სათქმელია, რომ არინამ ავსტრალიის ღია პირველობაზე ბოლო 26 მატჩიდან 25 მოიგო.
ბელარუსი მომდევნო ეტაპზე კოკო გოფსა და ელინა სვიტოლინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.