მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ასტონ ვილამ ლივერპულს უმასპინძლა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე ემილიანო მარტინესმა შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ბურთი კარში აღმოჩნდა. ანგარიში მალევე გათანაბრდა, მე-12 წუთზე იური ტილემანსმა ოლი უოტკინსის პასის შემდეგ შეძლო გოლის გატანა. პირველი ტაიმი ლივერპულმა კოდი გაკპოს გოლით მოიგო. ნიდერლანდელმა 23-ე წუთზე აიღო მასპინძელთა კარი.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ლივერპულმა ისევ გაიტანა. ამჯერად 48-ე წუთზე ჯარელ ქუანსამ დაამწუხრა ვილა პარკის ბინადრები. თითქოს შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ჯონ დურანი ასტონ ვილას გმირად მოევლინა და 3-წუთიან მონაკვეთში, 85-ე და 88-ე წუთებზე, დუბლის შესრულება შეძლო.
საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშული ლივერპულისთვის ეს მატჩი დიდად პრინციპული აღარ იყო, ასტონ ვილა კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან ძალიან ახლოსაა. ასე რომ ეს ქულა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 დღის წინ
11 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ