აშშ-ის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
ნიუ იორკში მიმდინარე ტურნირზე კაცთა და ქალთა თანრიგების ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.
კაცები
ფრენსის ტიაფო - ბენ შელტონი
ალექსანდერ ზვერევი - კარენ ხაჩანოვი
ამერიკელთა სასიხარულოდ, US Open-ის ფინალში აშშ-ის ერთი წარმომდგენელი აუცილებლად იქნება, ამას კი ერთმანეთში ტიაფო და შელტონი გაარკვევენ.
ქალები
არინა საბალენკა - ჯესიკა პეგულა
კოკო გოფი - ელენა რიბაკინა
აღსანიშნავია, რომ ქალების შემთხვევაში US Open-ის ნახევარფინალში WTA რეიტინგის პირველი 4 ჩოგბურთელი გავიდა.
ნახევარფინალური მატჩები 11 სექტემბერს გაიმართება, ტურნირი კი 13 სექტემბერს დასრულდება.
VIDEO: N1 - რა ისტორიული შედეგი დააფიქსირა რიბაკინამ?