ხუთშაბათს, იზმირში, თურქეთის ეროვნული ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს და სექტემბერში, ლიეჟში განცდილი მძიმე მარცხის (0:3) გამო რევანშის აღებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე გამართულ იმ შეხვედრაში რომელუ ლუკაკუმ მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში მოახერხა გოლის გატანა.
მას შემდეგ თურქეთის ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. ერთა ლიგაზე ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, ფედერაციამ ვინჩენცო მონტელა დაითხოვა და მთავარი მწვრთნელის პოსტი სერგენ იალჩინს ჩააბარა. ახალ მწვრთნელს საკმაოდ ნიჭიერი, თუმცა გამოცდილებასა და სტაბილურობას მოკლებული ახალგაზრდული გუნდი დახვდა. იალჩინი ღიად საუბრობს 4-წლიან გეგმაზე და ტაქტიკის შეცვლას აპირებს. მას სურს გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გამოყენება, რაზეც მონტელა უარს ამბობდა.
რაც შეეხება ბელგიას, მარკ ვან ბომელმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა შესანიშნავად დაიწყო. მან გუნდში დისციპლინა დაამყარა, რის შედეგადაც ბელგიელებმა თურქეთსა და იტალიას გოლი არ გაატანინეს, საფრანგეთთან კი ორ შთამბეჭდავ მატჩში ბოლომდე იბრძოლეს. მიუხედავად ამისა, დაცვაში მცირე შეცდომები მაინც ფიქსირდებოდა, რაც იზმირში, ახალი მწვრთნელით მოტივირებულ თურქეთთან, შესაძლოა, დაუსჯელი აღარ დარჩეს.
დანაკლისის მხრივ, სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო ჩელსის ნახევარმცველი რომეო ლავია დააკლდებათ, მასპინძლებს კი კენან ილდიზი ვერ დაეხმარება.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე არცერთ გუნდს არ აწყობს, რაც ღია და სანახაობრივი თამაშის წინაპირობაა. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს: თურქეთის ბოლო 5 მატჩიდან სამში და ბელგიის ბოლო 8 შეხვედრიდან ხუთში, ორივე გუნდმა მოახერხა გატანა და ფიქსირდებოდა მინიმუმ სამი გოლი.
ლოგიკური მოლოდინია, რომ იზმირშიც უხვგოლიან დაპირისპირებასა და გოლების გაცვლას ვიხილავთ. შემადგენლობის სიღრმიდან და კლასიდან გამომდინარე, მცირე უპირატესობა მაინც სტუმართა მხარესაა და დიდი ალბათობით, მატჩი ბელგიელთა სასარგებლოდ,დაახლოებით 1:2 უნდა დასრულდეს.