• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ვლაჰოვიჩის სწრაფი გოლი - იუვენტუსმა ლეჩე დაამარცხა
ფეხბურთიფეხბურთი

ვლაჰოვიჩის სწრაფი გოლი - იუვენტუსმა ლეჩე დაამარცხა

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვლაჰოვიჩის მიერ მე-12 წამზე გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იუვენტუსისთვის, რათა ლეჩესთან სტუმრად სამი ძვირფასი ქულა მოეპოვებინა.


ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო: მასპინძლებს გასავარდნი ზონისგან დისტანციის შენარჩუნება სურდათ, ხოლო ბიანკონერის მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა სჭირდებოდა ვერონასთან მოულოდნელი ფრის შემდეგ.

დუშან ვლაჰოვიჩი სასტარტო შემადგენლობაში 2025 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. დედის დღესთან დაკავშირებით, მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რომელთა ზურგზეც მათი დედების გვარები ეწერა.

მატჩი მართლაც გასაოცრად დაიწყო. სულ რაღაც 12 წამში, ვლაჰოვიჩმა ანდრეა კამბიაზოს ჩაწოდებული ბურთი დაამუშავა, სამ მცველს შორის მოტრიალდა და შვიდი იარდიდან ცხრიანში დაარტყა.

ლეჩემ მაშინვე უპასუხა, თუმცა ვალიდ ჩედირას დარტყმა მიკელე დი გრიგორიომ მოიგერია. მეორე მხარეს ფრანსისკო კონსეისაომ ბურთი ძელს გაარტყა. პირველ ექვს წუთში ტემპი იმდენად მაღალი იყო, რომ ვლაჰოვიჩს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ვლაჰოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიტანა, თუმცა VAR-მა დაადასტურა, რომ ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, კიდევ ერთი გოლი გაუქმდა ასევე თამაშგარე მდგომარეობის გამო.

მატჩის მიწურულს ლეჩე გააქტიურდა, თუმცა დი გრიგორიომ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. კომპენსირებულ დროში ლეჩეს მეკარემ, ფალკონემ, ორმაგი სეივი შეასრულა - ჯერ ჟერემი ბოგას ლობი მოიგერია, შემდეგ კი ედონ ჟეგროვას დამატებული ბურთი.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იუვენტუსი
ლეჩე
სერია ა
ვლაჰოვიჩი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ამბობს ფაბრეგასი უარს ჩელსიში მუშაობაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ამბობს ფაბრეგასი უარს ჩელსიში მუშაობაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონმა იტალიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონმა იტალიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დრეიკის გარიგება: ვინ ჩადო 100 მილიონი ვენეციაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დრეიკის გარიგება: ვინ ჩადო 100 მილიონი ვენეციაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 მაი, 2026

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა

News image

05 მაი, 2026

რატომ ამბობს ფაბრეგასი უარს ჩელსიში მუშაობაზე?

News image

06 მაი, 2026

ალისონმა იტალიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

News image

21 სთ წინ

დრეიკის გარიგება: ვინ ჩადო 100 მილიონი ვენეციაში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება