-
Aa
+
ფონტის ზომა
27 ნოემბერს, მადრიდის რეალისთვის შესაძლოა გადამწყვეტი მატჩი გაიმართოს.
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლივერპული ენფილდზე სამეფო კლუბს უმასპინძლებს.
როგორც ესპანური Diario AS წერს, რეალის ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილებას სწორედ ენფილდზე მატჩით მიიღებს.
თუ რეალი ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩს წააგებს და 5 მატჩში 3 მარცხი ექნება, ხელმძღვანელობამ შესაძლოა თავისთვისრადიკალურ ნაბიჯებს მიმართოს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა გადაწყვიტოს, რაც ფლორენტინო პერესს არ სჩვევია.
იქამდე, საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები