უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე ლიონის ოლიმპიკს მიიღებს.
პირველი მატჩი საფრანგეთში 2-2 დასრულდა, ნახევარფინალისტის ვინაობა კი ინგლისში გაირკვევა.
uefa.com გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს ავრცელებს, სადაც გიორგი მიქაუტაძეც არის მოაზრებული.
მანჩესტერი - ონანა; მაზრაუი, მაგუაირი, იორო; დალო, კაზემირო, უგარტე, დორგუ; ფერნანდეში, ჰოილუნდი, გარნაჩო
ლიონი - პერი; მიტლანდ-ნაილსი, მატა, ნიახატე, ტალიაფიკო; ტოლისო, აკუოკუ, ვერტუ; შერკი, მიქაუტაძე, ალმადა
ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
მანჩესტერისა და ლიონის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.