მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ფენერბაჰჩემ საკუთარ მოედანზე ანდერლეხტი მიიღო.
მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-11 წუთზე ანგარიში დუშან ტადიჩმა გახსნა, ტაიმის ბოლოს კი, 42-ე წუთზე სხვაობა ორამდე ედინ ჯეკომ გაზარდა.
მეორე ტაიმში თურქებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 57-ე წუთზე იუსეფ ენ ნესირიმ გამოიჩინა თავი და ანგარიში 3-0 გახადა.
საბოლოოდ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა და ჟოზე მოურინიოს გუნდმა 1/8 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
პარალელურად გამართულ მატჩებში ფერენცვაროშმა პლზენი 1-0 დაამარცხა, სოსიედადმა მიდტიულანდს გასვლაზე 1-2 მოუგო, აიაქსმა კი როიალ უნიონს სძლია 0-2.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები