ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში კაზა პიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ საკუთარი გუნდის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.
ამ შედეგით ლისაბონელებმა საჩემპიონო ბრძოლაში ბოლო შანსიც დაკარგეს.
„ჩვენ დავკარგეთ ბოლო შანსი, რომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე გვებრძოლა. ასევე დავკარგეთ კონტროლი მეორე ადგილისთვის ბრძოლაშიც — ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული.
რაც შეეხება თამაშს, ჩვენ არ გავაკეთეთ მაქსიმუმი შედეგისთვის. პირველ ტაიმში გვაკლდა ინტენსივობა და სიმტკიცე, მონდომება არ გვეტყობოდა. პრესტიანის გამოსვლამ ტემპი მოუმატა გუნდს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ ერთი ქულისთვის თამაშობდა.
კარგად უნდა დავფიქრდე. უნდა დავფიქრდე, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელის მოედანზე გაყვანის სურვილი აღარ მაქვს. თუმცა არსებობს უფრო მაღალი ფასეულობები — ისინი კლუბის აქტივები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება აღარ მინდა.
ახლა ჩვენი მიზანია მოვიგოთ ყველა დარჩენილი მატჩი და ვიიმედოვნოთ, რომ სპორტინგი სადმე ქულებს დაკარგავს. ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა — ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულებაა.“