• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ევროპული კლასიკო და არსენალის რთული გამოცდა ალვალედეზე: 1/4 ფინალები იწყება
ფეხბურთიფეხბურთი

ევროპული კლასიკო და არსენალის რთული გამოცდა ალვალედეზე: 1/4 ფინალები იწყება

07 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალები იწყება და დღეს, 7 აპრილს, ორი მატჩი გაიმართება.


ორივე თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


სპორტინგი — არსენალი| მთავარი არბიტრი — დანიელ ზიბერტი (გერმანია)


ჟოზე ალვალადეს სტადიონზე პორტუგალიური სპორტინგი ლონდონის არსენალს მასპინძლობს პირველ მატჩში, რომელიც შესაძლოა გარდამტეხი მომენტი გახდეს ორივე კლუბის სეზონში. ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ადამიანი, რომელიც ორივე ბანაკს შიგნიდან იცნობს — ვიქტორ გიოკერეში, რომელმაც გასულ ზაფხულს ხმაურიანი გარემოებების ფონზე დატოვა ლისაბონი ლონდონის გამო და ახლა ყოფილ სტადიონზე პირველად ბრუნდება მეტოქის სტატუსით.


სპორტინგი ამ მატჩს თითქმის იდეალურ განწყობაზე ხვდება. პორტუგალიელებმა ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგეს, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს და თითოეულში მინიმუმ ოთხი გოლი გაიტანეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მათი გზა პლეი-ოფში: ბოდო/გლიმტთან პირველ მატჩში 0:3 მარცხის შემდეგ, „ლომებმა“ ფანტასტიკური ქამბექი მოაწყვეს — 5:0 სახლში და გახდნენ ერთ-ერთი იმ მცირე გუნდთაგან ტურნირის ისტორიაში, რომლებმაც ასეთი სერიოზული დეფიციტი აღმოფხვრეს.



არსენალი კი, პირიქით, თამაშს ორი მტკივნეული დარტყმის შემდეგ ხვდება — მარცხი ლიგის თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან და ინგლისის თასის მეოთხედფინალში საუთჰემპტონთან. „კვადრუპლის“ ოცნება გაქრა, ისევე როგორც „ტრებლის“. თუმცა სეზონი მაინც შეიძლება ისტორიული გახდეს: „მეთოფეები“ ლიდერობენ პრემიერლიგას და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ აპრილი ტრადიციულად არტეტასა და მისი გუნდისთვის ყველაზე რთული თვეა ხოლმე.


თუმცა ევროპაში მიკელ არტეტას გუნდი თითქმის უნაკლოდ გამოიყურება: არცერთი მარცხი ტურნირზე, გამარჯვება ძირითად ეტაპზე და ბაიერის ბარიერის დაძლევა 1/8 ფინალში.


დაპირისპირებების ისტორიაც პიკანტურობას მატებს: სპორტინგს ევროთასებზე არსენალი ჯერ არასდროს დაუმარცხებია, თუმცა აქვთ გამოცდილება 2023 წელს ლონდონელების ევროპა ლიგიდან გამოგდების პენალტების სერიაში. ბოლოს კი „მეთოფეებმა“ პორტუგალიელები ლისაბონში 5:1 გაანადგურეს, მაგრამ ამჟამინდელი სპორტინგი გაცილებით ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებულია.


სავარაუდო შემადგენლობები


სპორტინგი: რუი სილვა — ფრესნედა, დიომანდე, ინასიუ, არაუჟუ — სიმონეში, მორიტა — კატამუ, ტრინკაუ, გონსალვეში — სუარესი


არსენალი: რაია — უაითი, გაბრიელი, სალიბა, კალაფიორი — სუბიმენდი, რაისი, ედეგორი — მარტინელი, გიოკერეში, მადუეკე.


რეალი — ბაიერნი| მთავარი არბიტრი — მაიკლ ოლივერი (ინგლისი)


მეორე მეოთხედფინალში ევროპული ფეხბურთის ნამდვილი კლასიკა გველოდება — რეალი ბაიერნს ტურნირის ფარგლებში უკვე 29-ე დაპირისპირებაში უმასპინძლებს. ეს შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე ხშირად ნათამაშები წყვილია, სადაც თითოეული მატჩი ლეგენდარული მეტოქეობის ცალკეულ თავად გვევლინება.


რეალ მადრიდი ამ მატჩს ხვდება იმ გუნდის პოზიციიდან, რომელიც ევროთასებზე თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მიუხედავად რთული შიდა კამპანიისა — მწვრთნელის ცვლა, მარცხი მალიორკასთან გასულ უქმეებზე, რამაც ბარსელონას ლა ლიგაში შვიდ ქულამდე გაქცევის საშუალება მისცა — სწორედ ჩემპიონთა ლიგა რჩება მადრიდელთა მთავარ პრიორიტეტად. სტატისტიკაც ამას ადასტურებს: რეკორდული 15 ტიტული, ევროთასებზე ყველაზე მეტი გამარჯვება ისტორიაში (311 ტრიუმფი), 22 მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, საიდანაც გუნდი შემდეგ ეტაპზე 17-ჯერ გავიდა.



ბაიერნთან რეალს განსაკუთრებული ქიმია აკავშირებს. მადრიდელებს მიუნხენელებთან ზედიზედ ცხრა შეხვედრაა არ წაუგიათ (7 მოგება, 2 ფრე) და ყოველ ჯერზე, როცა მათ ტროფეისკენ მიმავალ გზაზე ტოვებდნენ — თავად ტურნირს იგებდნენ. ასე იყო მე-15 ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზეც, როდესაც ხოსელუმ ფინალურ წუთებზე გაიტანა. კილიან მბაპე, რომელიც ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია ცხრა მატჩში 13 გოლით, შეტევაში ვინისიუსთან წყვილში უნდა ვიხილოთ — ბრაზილიელთან, რომელმაც ამ კამპანიაში მეტოქის ზურგს უკან 133 გარღვევა განახორციელა, აქედან 20 მხოლოდ მანჩესტერ სიტისთან ერთ მატჩში. ამ დუეტს ნებისმიერი დაცვის გატეხვა შეუძლია.


ბაიერნი კი მადრიდში ჩადის, როგორც, ალბათ, ამ სეზონის ყველაზე სტაბილური გუნდი ევროპაში. ვენსან კომპანის შეგირდებმა 43 მატჩში მხოლოდ ორჯერ წააგეს. უქმეებზეც კი, როდესაც ფრაიბურგთან 0:2-ს აგებდნენ, მიუნხენელებმა თამაშის შემობრუნება შეძლეს და 3:2 გაიმარჯვეს ტომ ბიშოფის დუბლისა და ლენარტ კარლის 99-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით. თანაც, მთავარი ლიდერის, ჰარი კეინის გარეშე.


ბერნაბეუზე მატჩი შემტევი ფეხბურთის ნამდვილ ბენეფისად იქცევა. ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე წარმატებული კლუბი, ვარსკვლავური მოთამაშეების მთელი არსენალი — და დაუმთავრებელი მეტოქეობა, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია არ ცხრება.


სავარაუდო შემადგენლობები:


რეალი: ლუნინი — ტრენტი, რუდიგერი, ჰაუსენი, კარერასი — ვალვერდე, ჩუამენი, პიტარჩი, გიულერი — მბაპე, ვინისიუსი


ბაიერნი: ნოიერი — სტანიშიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი — კიმიხი, გორეცკა — ოლისე, გნაბრი, ლუის დიასი — კეინი

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არსენალი
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
რეალი
სპორტინგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლამინ იამალი მარტო ვერაფერს გახდა: კოშმარი კამპ ნოუზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლამინ იამალი მარტო ვერაფერს გახდა: კოშმარი კამპ ნოუზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გაგვიმართლა, რომ 0:2 წავაგეთ" - სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გაგვიმართლა, რომ 0:2 წავაგეთ" - სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ენფილდისთვის მზად ვართ" - კვარაცხელია Canal+-სთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ენფილდისთვის მზად ვართ" - კვარაცხელია Canal+-სთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმეონე კუბარსის წითელზე: „ვიცოდი, რომ ბოლო კაცი იყო“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიმეონე კუბარსის წითელზე: „ვიცოდი, რომ ბოლო კაცი იყო“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სთ წინ

ლამინ იამალი მარტო ვერაფერს გახდა: კოშმარი კამპ ნოუზე

News image

1 სთ წინ

"გაგვიმართლა, რომ 0:2 წავაგეთ" - სლოტი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

News image

2 სთ წინ

"მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ენფილდისთვის მზად ვართ" - კვარაცხელია Canal+-სთან

News image

13 წთ წინ

სიმეონე კუბარსის წითელზე: „ვიცოდი, რომ ბოლო კაცი იყო“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება