სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
წლის ბოლო მასტერსის ტურნირზე, რომელიც პარიზში გაიმართა, გამარჯვებული გამოვლინდა.
გერმანელ ალექსანდრ ზვერევისა და ფრანგი უგო ჰუმბერტის ბრძოლაში გამარჯვება ზვერევს ორ სეტში, 6:2 6:2 დარჩა, რომელმაც კარიერაში მე-7 მასტერსის ტიტულის მოგება მოახერხა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ჩოგბურთელებს კორტზე მხოლოდ 1 საათისა და 16 წუთის ჩატარება დასჭირდათ.
უმბერტი ასეთი დიდი ტურნირის ფინალში პირველად გავიდა, თანაც მშობლიურ კორტებზე - პარიზის მასტერსზე გულშემატკივრებს მასპინძელი ფინალში 2011 წლის შემდეგ არ უნახავთ, როცა ჯო-უილფრიდ ცონგა როჯერ ფედერერთან დამარცხდა.
ზვერევი კი ამ გამარჯვებით 910 ქულას დაიმატებს და 7715 ქულით განახლებულ რეიტინგში მე-2 ადგილს დაიკავებს, კარლოს ალკარასი კი მესამე პოზიციამდე ჩამოქვეითდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები