11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს შემაჯამებელი ტურნირის პირველი ტურის ბოლო მატჩში ალექს ზვერევმა ანდრეი რუბლევი დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და რეიტინგის მეორე ნომრის გამარჯვებით, 6:4 6:4 დასრულდა.
დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ ჯგუფში ზვერევსა და რუუდს თითო გამარჯვება დაუგროვდათ, რუბლევი და ალკარასი კი ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე არიან.
12 ნოემბერს ერთმანეთს პირველ ტურში დამარცხებულები, დანილ მედვედევი და ალექს დე მინორი და მოგვიანებით, გამარჯვებულები - იანიკ სინერი და ტეილორ ფრიცი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები