ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ რეალთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„რეალი გასაოცარი გუნდია. წელსაც, შარშანაც, იმის წინაც. რეალს ყოველთვის დიდებული გუნდი ჰყავს. ეს ჩემი აზრია.
ვიცი, რომ როცა რეალზე კარგს ვლაპარაკობ, ხალხს ჩემი არ სჯერა. მადრიდში ამაზე ხუმრობენ და სულ ფიქრობენ, რომ მე სერიოზულად არ ვლაპარაკობ, მაგრამ ასე არ არის.
კაილ უოკერი? მან კარგად ივარჯიშა, თავს კარგად გრძნობ. ვფიქრობ, ხვალ ჩვენთან ერთად იქნება. ბოლო ვარჯიში საღამოს გვაქვს და შემდეგ გადავწყვეტთ.
ბერნაბეუზე უოკერის არყოფნის გამო დიდი პრობლემები შეგვექმნა, ახლა უკეთეს კონდიციებში ვართ.
ბერნარდომ თქვა, რომ წელს რეალი შარშანდელზე ძლიერია? არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ვეთანხმები. შარშან მათ ბენზემა ჰყავდათ, რომელიც იყო, უფფფ.... შარშან მოდრიჩი მეტს თამაშობდა, წელს არც ისე დიდი დრო ეძლევა. კიდევ გავიმეორებ, მადრიდში ბევრი ფიქრობს, რომ მადრიდს დავცინი ჩემი სიტყვებით, მაგრამ ასე არ არის.
ბელინგემმა რეალში თავი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა, რაც მარტივი არ არის. ის გასაოცარი ფეხბურთელია.
მეშინია თუ არა რეალის უფრო მეტად, ვიდრე სხვა კლუბების? არა, მათ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია." - აღნიშნა გვარდიოლამ.
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
11 საათის წინ