• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
 10 საუკეთესო ფეხბურთელი 2026 წლის მუნდიალზე
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

10 საუკეთესო ფეხბურთელი 2026 წლის მუნდიალზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მუნდიალი დასრულდა - ნიუ ჯერსიში გამართულ ფინალურ მატჩში ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დე ლა ფუენტეს გუნდის კაპიტანი, როდრი დასახელდა. ვერცხლის ბურთის მფლობელი ლეო მესი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე ბრინჯაოს ბურთს დასჯერდა. დღევანდელ ბლოგში წლევანდელი მუნდიალის 10 საუკეთესო მოთამაშის ჩვენეულ ვერსიას წარმოგიდგენთ.

10.  უსმან დემბელე


ჩვენი ათეული ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულით იხსნება, რომელმაც ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ბევრი მის ზედიზედ მეორე აღიარებაზე დააფიქრა, თუმცა უსმანს ასეთივე ფეიერული ტურნირი არ გამოუვიდა, როგორიც ის კონკრეტული მატჩი. საბოლოო ჯამში, დემბელემ 2026 წლის მსოფლიო თასზე მაინც შთამბეჭდავ სტატისტიკას მოუყარა თავი - ფრანგი გარემარბის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.



9.  აიმერიკ ლაპორტი


ესპანელთა გაუვალი დაცვის უმნიშვნელოვანესი წევრი და 19 წლის პაუ კუბარსის გამოცდილი მენტორი. აიმერიკ ლაპორტი მთელი ტურნირის მანძილზე შეუცდომელი იყო და დაცვითი კონტრიბუციის გარდა, ფურია როხას სარგებელი შეტევაშიც მოუტანა - სწორედ ლაპორტის ბრწყინვალე პასს მოჰყვა მიკელ ოიარსაბალის გოლი საუდის არაბეთის წინააღმდეგ. წლევანდელ მუნდიალზე ბილბაოს მცველმა 616 ზუსტი გადაცემა შეასრულა - ამ შედეგით ის მუნდიალების ისტორიაში მხოლოდ როდრისა და პაუ კუბარსს ჩამორჩება.



8. მაიკლ ოლისე


მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი გარემარბის 20 დარტყმიდან გოლით არცერთი დასრულებულა, ოლისე ერთ მუნდიალზე გაკეთებული საგოლე გადაცემების რეკორდს დაესაკუთრა - 7 ასისტით ფრანგმა პელეს შედეგი გააუმჯობესა. ბაიერნის შემტევი დეშამის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და ხშირად საფრანგეთის თამაში სწორედ მისი კარნახით მიდიოდა.




7. ჰარი კეინი


შეიძლება ბევრი ინგლისელ ფორვარდსგან უკეთეს მუნდიალს ელოდა, თუმცა კეინმა ტუხელის სქემაში თავისი ადგილი მაინც იპოვა. 6 გოლით კეინი მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი გამტანი გახდა და ბომბარდირთა სიაში პელესა და ჯუს ფონტენს გადაასწრო. ტუხელის გუნდს მხსნელად მოევლინა ცხრიანი კონგოსთან ურთულეს მატჩში, ასევე გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა ასტეკაზე გამართულ შეხვედრაში.



6. ჰოლანდი


ისტორიული გამოდგა ნორვეგიისთვის 2026 წლის მსოფლიო თასი - სკანდინავიელებმა რეკორდული შედეგი დააფიქსირეს და მეოთხედფინალში ითამაშეს, მეტიც, სოლბაკენის გუნდს არც ნახევარფინალამდე დააკლდა ბევრი. ერთიან კოლექტივში გამორჩეული იყო მანჩესტერ სიტის ცხრიანი, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი - ვიკინგმა მუნდიალზე 7 გოლის გატანა მოახერხა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჰოლანდის დუბლი ბრაზილიის კარში და სახლში გასტუმრებული ანჩელოტის შეგირდები.




5. პაუ კუბარსი


სწორედ 19 წლის ბარსელონელი იყო დე ლა ფუენტეს თითქმის გოლგაუშვებელი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გამორჩეული იყო პაუ ფინალურ მატჩშიც - სწორედ მან იხსნა უნაი სიმონის კარი პოტენციური გოლისგან მატჩის ბოლო წუთებზე. დაცვაში შეუფასებელი კონტრიბუციის გარდა კუბარსი ფურია როხას ტაქტიკური სქემის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა - ერთ მუნდიალზე გაკეთებული ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემების რაოდენობით, მსოფლიო თასების ისტორიაში პაუ მხოლოდ როდრის ჩამორჩება. ამ და სხვა დამსახურებების გამო პაუ სამართლიანადაც დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.



4. ჯუდ ბელინგემი


ბრწყინვალე მუნდიალი გამოუვიდა ინგლისელთა ათიანს - 7 გოლით ბელინგემი გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც გოლების ამ ნიშნულს მსოფლიო თასებსა თუ ევროპის ჩემპიონატების ერთ გათამაშებაში მიაღწია. გამორჩეული იყო ჯუდი მექსიკასთან და ნორვეგიასთან მერვედ და მეოთხედფინალურ მატჩებში - ორივე მატჩი ინგლისმა ჯუდის დუბლით მოიგო. გოლების გარდა შეუფასებელი იყო ჯუდის დაცვითი კონტრიბუცია ელ ტრის წინააღმდეგ ესტადიო ასტეკაზე გამართულ ურთულეს მატჩში. 




3. კილიან მბაპე


კილიანმა 27 წლის ასაკში მესამე უმაღლესი დონის მუნდიალი ჩაატარა - 2026 წლის მსოფლიო თასი ფრანგისთვის პირველი იყო, სადაც ფინალში ასპარეზობა ვერ მოახერხა.  მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს მოპოვება ორ სხვადასხვა მსოფლიო თასზე მოახერხა. 10 გოლითა და 4 საგოლე პასით, ფრანგმა ათიანმა სტატისტიკას გოლებშიც ულიდერა და გოლს პლუს ასისტების რაოდენობაშიც.



2. როდრი


რთული საკლუბო სეზონის მიუხედავად, საოცარ ფორმაში შეხვდა მუნდიალს  ოქროს ბურთის მფლობელი კაპიტანი. როდრი მთელი ტურნირის განმავლობაში დე ლა ფუენტეს გუნდის ხერხემალი და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო - განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ესპანელის პერფორმანსი ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის სეზონისა და ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელობის შემდეგ, ჰერნანდესმა მუნდიალის MVP-ის ჯილდოც დაისაკუთრა და გახდა ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა თასი/ლიგა და ოქროს ბურთი მოიგო - ესპანელამდე იგივე შედეგს გერდ მიულერმა, ფრანც ბეკენბაუერმა და ზინედინ ზიდანმა მიაღწიეს. 




1. ლიონელ მესი


შეუდარებელი იყო 39 წლის ლეო მესი თავის ახლა უკვე ნამდვილად ბოლო მუნდიალზე. ფინალში უსახური მატჩისა და მარცხის მიუხედავად, ბევრის აზრით სწორედ არგენტინელთა კაპიტანს უნდა მიეღო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, რაც მის კარიერაში მესამე იქნებოდა. 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა - გოლი მეთექვსმეტედფინალში, გოლი და ასისტი მერვედფინალში, ასისტი მეოთხედფინალში და ორი საგოლე გადაცემა ნახევარფინალში - საოცარი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ლეომ არგენტინას პლეი-ოფშიც ულიდერა.




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა ლივერპულის ინვესტორი გახდეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა ლივერპულის ინვესტორი გახდეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოჩოამ კარიერა დაასრულა - ლეგენდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოჩოამ კარიერა დაასრულა - ლეგენდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ გამოაქვეყნა მაიამი ჰიტმა ლებრონის პრესკონფერენციის ბმული?

•კალათბურთი

კალათბურთი

რატომ გამოაქვეყნა მაიამი ჰიტმა ლებრონის პრესკონფერენციის ბმული?
•კალათბურთი

კალათბურთი

ფიფას რეგულაციების შედეგები - ეფექტური სათამაშო დრო შეიცვალა?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფიფას რეგულაციების შედეგები - ეფექტური სათამაშო დრო შეიცვალა?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

18 წთ წინ

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა ლივერპულის ინვესტორი გახდეს

News image

13 წთ წინ

ოჩოამ კარიერა დაასრულა - ლეგენდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები

News image

12 წთ წინ

რატომ გამოაქვეყნა მაიამი ჰიტმა ლებრონის პრესკონფერენციის ბმული?

News image

8 წთ წინ

ფიფას რეგულაციების შედეგები - ეფექტური სათამაშო დრო შეიცვალა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება