ჯეფ ბეზოსი შესაძლოა ლივერპულის ინვესტორი გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი და Amazon-ის დამფუძნებელი მიწვეულია იმ კონსორციუმში, რომელიც ინგლისურ კლუბში მცირე წილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კონსორციუმს, რომელმაც ლივერპულის მფლობელ კომპანიას (Fenway Sports Group) მიმართა, ბრიტანელ-ინდოელი მილიონერი, ქუინზ პარკ რეინჯერსის ყოფილი თანამფლობელი ამიტ ბჰატია ხელმძღვანელობს.
როგორ იწერება, ბეზოსმა ამ ჯგუფთან უკვე გამართა პირველადი მოლაპარაკებები. FSG-მ დაადასტურა, რომ ბჰატიას ხელმძღვანელობით არსებულმა კონსორციუმმა კლუბში სტრატეგიული მცირე ინვესტიციის ჩადების სურვილი გამოთქვა.