ლონდონურ გრანდებს შორის სატრანსფერო ომი ახალ ფაზაში შედის.
მორგან როჯერსის 117-მილიონიანი ტრანსფერის ჩელსისთან წაგების შემდეგ, არსენალი ჯონ სტოუნსის უფასოდ დამატებას გეგმავს. თუმცა, ინგლისის ნაკრების 32 წლის მცველის მიმართ ინტერესი ჩელსიმაც გამოთქვა.
მანჩესტერ სიტის ყოფილი მცველი თავისუფალი აგენტი მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩების შემდეგ გახდა. მიკელ არტეტას სტოუნსის დამატება უილიამ სალიბას მძიმე ტრავმის გამო სურს - ფრანგი მცველი მსოფლიო თასზე მიღებული ზურგის დაზიანების გამო 5 თვეს გამოტოვებს.
ჩელსი დაცვის ხაზის გაძლიერებას გამოცდილი კადრებით გეგმავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრისტალ პალასის მცველ მაქსენს ლაკრუას 55-მილიონიანი ფასი ეძვირა. თუ ლონდონელები სტოუნსისთვის ბრძოლაში შევლენ, ეს ამ ზაფხულს ორ გრანდს შორის ინგლისელი ფეხბურთელისთვის მეორე სატრანსფერო დუელი იქნება.