მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან მოგებული ორმატჩიანი დუელის შემდეგ პარი სენ-ჟერმენისთვის 11 მარტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღე გახდა.
ამ თარიღს უკვე პარიზელების 3 მნიშვნელოვანი დაპირისპირება უკავშირდება ჩემპიონთა ლიგაზე.
2015 წლის 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ პარიზული მატჩის შემდეგ (1-1) განმეორებით მატჩში სტემფორდ ბრიჯს ეწვია.
ამ შეხვედრის ძირითადი დროც გარი კეჰილისა და დავიდ ლუისის გოლებით 1-1 დასრულდა და დამატებითი დრო ვიხილეთ, სადაც ედენ აზარმა და ტიაგო სილვამ გამოიჩინეს თავი, საბოლოოდ კი პსჟ მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წესით გავიდა.
2020 წლის 11 მარტს, ასევე 1/8 ფინალში დორტმუნდში 2-1 წაგებული მატჩის შემდეგ პარიზელებს ქამბექი სჭირდებოდათ და საბოლოოდ ეს მოახერხეს კიდეც. ნეიმარისა და ხუან ბერნატის გოლებით შეხვედრა 2-0 დასრულდა და პსჟ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
2025 წლის 11 მარტს კი პსჟ პარიზში 0-1 წაგებული მატჩის შემდეგ ენფილდს ესტუმრა და პენალტების სერიაში ლივერპულის ტურნირიდან გამოთიშვა მოახერხა.
VIDEO: ლივერპული - პსჟ [პენალტების სერია სრულად]
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები