24 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Netflix-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს ლეგენდები კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბრძოლაში, რომელიც ოფიციალურ შეხვედრად არის დაგეგმილი.
Sphere, უნიკალური არენა, რომელიც ლას-ვეგასში 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა, საბრძოლო სპორტისთვის 20 000-მდე მაყურებელს იტევს და 2024 წლის სექტემბერში UFC 306-ს უმასპინძლა.
გასულ კვირას მეივეზერმა, რომელიც 49 წლის გახდა, განაცხადა, რომ 25 აპრილს მაიკ ტაისონთან გამართული საჩვენებელი ბრძოლის შემდეგ, სპორტში პროფესიულ დონეზე ბრუნდება.
„მე უკვე ვიბრძოლე და ერთხელ დავამარცხე მენი, ამჯერადაც შედეგი იგივე იქნება.“ - თქვა მეივეზერმა Netflix-ის პრესრელიზში.
პაკიაო (62-8-3, 39 ნოკაუტი) 19 ივლისს ლას-ვეგასში დაბრუნდა რინგზე, სადაც WBC-ის ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის მარიო ბარიოსს დაუპირისპირდა. მათი 12-რაუნდიანი ბრძოლა უმრავლესობის ფრით დასრულდა.
47 წლის პაკიაოს ასევე 18 აპრილს დაგეგმილი აქვს საჩვენებელი ბრძოლა რუსლან პროვოდნიკოვთან ლას-ვეგასში. 5 თვის შემდეგ კი ის მეივეზერთან მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
„ფლოიდმა და მე მსოფლიოს ვაჩვენეთ ის, რაც დღემდე კრივის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლად რჩება, ფანები საკმარისად დიდხანს ელოდნენ – ისინი იმსახურებენ ამ რემატჩს და ის კიდევ უფრო დიდი იქნება, რადგან პირდაპირ ეთერში მთელ მსოფლიოში Netflix-ზე გადაიცემა.
მინდა, რომ ფლოიდმა თავის პროფესიულ რეკორდში ერთი მარცხით იცხოვროს და ყოველთვის ახსოვდეს, ვინ მიაყენა იგი. როგორც ყოველთვის, ამ ბრძოლას ვუძღვნი ჩემს თანამემამულე ფილიპინელებს მთელ მსოფლიოში და ფილიპინებისთვის დიდების მოტანას.“ - – განაცხადა პაკიაომ Netflix-ის განცხადებაში.
მეივეზერი (50-0, 27 ნოკაუტი) პირველად ჩაატარებს არასაჩვენებელ ბრძოლას მას შემდეგ, რაც 2017 წლის აგვისტოში ლას-ვეგასში გამართულ შეხვედრაში მე-10 რაუნდში UFC-ის სუპერვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა.
მეივეზერ–პაკიაო II მათი პირველი შეხვედრიდან 11 წელზე მეტი ხნის შემდეგ გაიმართება. ის დღემდე კრივის ისტორიაში ყველაზე მომგებიან ბრძოლად რჩება, რომელმაც ჯამში 600 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.
მათმა დიდხანს ნანატრმა ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის ბრძოლამ რეკორდული 4.4 მილიონი pay-per-view გაყიდვა და 72 მილიონ დოლარზე მეტი სალარო შემოსავალი მოიტანა.
მეივეზერმა 2015 წლის მაისში გამართულ პირველ ბრძოლაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. თუმცა მათი ძლიერად რეკლამირებული დაპირისპირება ბევრისთვის იმედგაცრუება აღმოჩნდა, რადგან ბრძოლას აქტიურობა აკლდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები