ხორვატიის ქალაქ პორეცში საერთაშორისო ტურნირი, ვალამარის თასი გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა იასპარეზა და 13 მედალი მოიპოვა - 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ჩემპიონები გიორგი კოჩალიძე (55 კგ.), დიმიტრი ხაჩიძე (63 კგ.), ნიკა ბროლაძე ( 72 კგ.), დათა ჩხაიძე (82 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძე (97 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედალს კი კობა ქარუმიძე (55 კგ.), რომეო ბერიძე (67 კგ.) ანრი თავართქილაძე (72 კგ.), თორნიკე მიქელაძე (82 კგ.) და საბა ჩილაშვილი (130 კგ.) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები ანრი ხოზრევანიძემ (72 კგ.), თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ.) და ლუკა გაბისონიამ (130 კგ.) მოიპოვეს.