4 ნოემბერს მადრიდის რეალი ენფილდზე ლივერპულს დაუპირისპირდება.
მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს გადაწყვეტილებით, რეალი მატჩის წინ ენფილდზე არ ივარჯიშებს და მხოლოდ ინგლისში მხოლოდ თამაშის ჩასატარებლად ჩაფრინდება.
„200 კამერის თანმხლებით ვარჯიში არ მინდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ლივერპულთან მატჩის წინ, მადრიდში ვივარჯიშებთ." - აღნიშნა ალონსომ.
შეხვედრა 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.